როცა თვითმმართველობა არ არის ნამდვილი თვითმმართველობა, როცა ადგილობრივი მმართველობა სინამდვილეში ვერტიკალის პრინციპით, ცენტრალური ხელისუფლების მითითებებით ხორციელდება, სად არის ამ დროს ხალხის რეალური ნება?! ასეთ პოლიტიკურ ვითარებაში თვითმმართველობა მოსახლეობის ჩართულობის გარეშე ხორციელდება და მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მექანიზმებს მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს. რამდენად არის ეს ყველაფერი კავშირში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან, კანდიდატის სტატუსის მიღების შანსთან და ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან; ”ანტიბიოტიკის” მორიგ ეპიზოდში ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი, იურისტი გრიგოლ მახარაძე საუბრობს როგორც თვითმმართველობის იდეალურ მოდელზე, ასევე თვითმმართველობის რეალურ ფორმაზე ოზურგეთში და ამ წინააღმდეგობრივი მოცემულობის გავლენაზე ჩვენს ევროპულ გზასთან.
თავისუფალი ადამიანების ჯგუფი
More Stories
”ანტიბიოტიკი” – მაუწყებლის შესახებ კანონი – მეთოდი სიძულვილის ენის წინააღმდეგ თუ საფრთხე გამოხატვის თავისუფლებისთვის?
”ანტიბიოტიკი” – ევროკომისიის დასკვნა და დეკემბრის მოლოდინები – ნინო დოლიძე
”ანტიბიოტიკი” – როგორ ინარჩუნებს ხელისუფლება ძალაუფლებას და რა გზებს მიმართავს ამისთვის? – დათო ლაღიძე